დავით ბაქრაძე: ყველა კვლევა ცალსახად აჩვენებს იმას, რომ „ოცნების“ ხელისუფლების რეიტინგი არის მთლიანად ჩამოშლილი
28-06-2016, 05:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„რუსთავის 2“-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შეფასებისას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ "ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა კვლევა ცალსახად აჩვენებს იმას, რომ „ოცნების“ ხელისუფლების რეიტინგი არის მთლიანად ჩამოშლილი". "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი აცხადებს, რომ ოქტომბრის არჩევნებზე შეჩერდება "უკუსვლა, უძრაობა" და ქვეყანა წინ წავა.

 


„ქართული ოცნებისთვის“ მოსაწონი მომავლის ერთადერთი სცენარი არის ბიძინა ივანიშვილის წერილი. ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა კვლევა ცალსახად აჩვენებს იმას, რომ „ოცნების“ ხელისუფლების რეიტინგი არის მთლიანად ჩამოშლილი და ჩვენს მოსახლეობას აღარ სურს იცხოვროს იმ ქვეყანაში, რომელსაც ჰყავს უნიათო და საქმის არგამკეთებელი მთავრობა, რომელსაც არ ესმის ხალხის პრობლემა და უფრო მეტი, პირიქით, უმტკიცებს ხალხს, რომ ყველაფერი კარგად არის და მოსახლეობა ვერ იგებს რამდენად კარგად ცხოვრობს დღეს. ასეთი ხელისუფლება ხალხს აღარ უნდა და ამას აჩვენებს დღეს გამოქვეყნებული კვლევაც, ისევე როგორც ყველა სხვა კვლევა, რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაში გამოქვეყნდა. ოქტომბრის არჩევნებზე დადგება ის შედეგი, რომელსაც აჩვენებს ეს კვლევები და დადგება ის შედეგი, რომელსაც იმსახურებს ქართველი ხალხი, რომ შეჩერდეს უკუსვლა, უძრაობა და ქვეყანა წავიდეს წინ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 


პრემიერ-მინისტრის განცხადების – „ქართული ოცნება“ პარლამენტში 100 დეპუტატით შევა– საპასუხოდ ბაქრაძემ თქვა:

 


„100 როგორც ჩანს მაგიური რიცხვია. როგორი 100 ქარხანაც გახსნა „ქართულმა ოცნებამ“, ისეთივე 100 მანდატი ექნება პარლამენტში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაციამ (GFK) სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა.

 

 

ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, კითხვაზე - „თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ - გამოკითხულთა 22.4%-მა „ქართული ოცნება“, 21.7%-მა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 7.8%-მა - „სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძე“, 6.2%-მა კი - „თავისუფალ დემოკრატები“ დაასახელა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი