„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასტუმრო „ჰუალინგში“ სამოქმედო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პარტიის საგადასახადო ინიციატივების შედეგად, 2017 წელს 45 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც როგორც პარტიაში აცხადებენ, მინიმუმ 150 000-მდე ადამიანის კეთილდღეობას გააუმჯობესებს.
„2017 წელს საშემოსავლო გადასახადი 15%-მდე შემცირდება, ხოლო მომდევნო 4 წლის განმავლობაში 10%-მდე დაიწევს. მოგების გადასახადი 10%-მდე შემცირდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში. 90 000 ლარამდე ბრუნვის ბიზნესი მიკრობისნესად ჩაითვლება და არ დაიბეგრება (ნაცვლად დღეს არსებული 30 000 ლარისა). 200 000 ლარამდე ბრუნვის ბიზნესი მცირე ბიზნესად იქნება განხილული და დაიბეგრება 3-5%-ით ნაცვლად დღეს არსებული 100 000 ლარისა. ნაცვლად დღეს არსებული 100 000 ლარისა დღგ-ს მხოლოდ 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე სუბიექტები გადაიხდიან. საფოსტო გზავნილების მეშვეობით დაუბეგრავად საქონლის შემოტანის ზედა ზღვარი ნაცვლად 300 ლარისა გახდება 1 500 ლარი“, - ნათქვამია პარტიის სამოქმედო გეგმაში.
მათივე ინფორმაციით, ამ გეგმის მიხედვით, ეს ჩამონათვალი გეგმის მხოლოდ ნაწილია და მისი განხორციელების შედეგად მოსახლეობას და მეწარმეებს მეტი ფული დარჩებათ, ჩინოვნიკებს და ბიუროკრატიას კი, ნაკლები. პარტიის განცხადებით, 2017 წელს, სახელმწიფო ბიუროკრატიისა და სხვა არაეფექტურ ხარჯებს შეამცირებს სულ მცირე 1 მილიარდი ლარით. ბიზნესმა რომ თავი დაცულად იგრძნოს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შემდეგი გეგმა აქვს: „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოახდენს სრულ საგადასახადო ამნისტიას. 500 000 ლარამდე გაიზრდება ნაცვლად დღეს არსებული 50 000 ლარის ზღვარი, როდესაც გადასახადებისგან თავის არიდებისას დავა არა სისხლის სამართლებრივად, არამედ მხოლოდ ადმინისტრაციული წესით წარიმართება. გაუქმდება ფინანსური პოლიცია. 2017 წლიდანვე ეკონომიკური სახის დანაშაულზე შეიზღუდება წინასწარი პატიმრობის გამოყენება.
2016 წლის ნოემბრიდან სახელმწიფო პენსია გაიზრდება 50 ლარით. საარსებო შემწეობა აღუდგება ყველა იმ ოჯახს, რომელთაც იგი უსამართლოდ გაუუქმდათ. საარსებო შემწეობის დანიშვნის კრიტერიუმები მკაფიო, მარტივი და სამართლიანი გახდება. გაჭირვებული ადამიანებისთვის გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი გაითვალისწინებს მედიკამენტების დაფინანსებას. 2017 წელსვე გაზრდის სასკოლო ვაუჩერის ღირებულებას სულ მცირე 50%-ით. სასკოლო ვაუჩერის მკვეთრი ზრდა და საჯარო სკოლების ფინანსური ავტონომია სასკოლო-სამეურვეო საბჭოებს საშუალებას მისცემს მნიშნელოვნად გაზარდონ სახელფასო ბიუჯეტები, რის შედეგად გაიზრდება საჯარო სკოლებში მომუშავე მასწავლებელთა ხელფასი მინიმუმ 650 ლარამდე. 5 000-ით გაიზრდება ყოველწლიური სახელმწიფო საგრანტო პროგრამები დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა“, - ნათქვამია პარტიის სამოქმედო გეგმაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.