პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. პრემიერი, რომელმაც აღნიშნულ თემაზე კომენტარი ჟურნალისტებს მცხეთაში მისცა, "ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარ სახელმწიფოსა და მოსახლეობასთან ბრძოლის მცდელობაში ადანაშაულებს.
"ეს არის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია. აქ ძირითადად, გამოხატულია პარტიების აზრი. მოგეხსენებათ, "ნაციონალური მოძრაობა" არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი და მათ გამოხატეს სოლიდარობა იმ საკითხებისადმი, რომელიც დააყენა "ნაციონალურმა მოძრაობამ". აქ რეალურად აჟიოტაჟის ატეხვის მიზეზი არ არსებობს. თქვენ თვითონ ნახეთ რეზოლუციის ძირითადი ტექსტი და იქ არის მხოლოდ პოზიტივზე საუბარი. თუ თქვენ მიგაჩნიათ, "ნაციონალურ მოძრაობას" მიაჩნია, რომ ის ჩანაწერი, რომელიც გაკეთდა ახალაიას, სააკაშვილის თაობაზე, საგანგაშოა, ეს მე არ მიმაჩნია საგანგაშოდ. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა "ნაციონალური მოძრაობისა", ებრძოლოს საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ მოსახლეობას. ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდა. აქ ახალი არაფერი არ არის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს რეზულუცია არის "პარტიების რეზოლუცია" და ოპოზიცია ხატავს სურათს, თითქოს ეს არის ევროპის საბჭოს მოწოდება.
"მე კიდევ გიმეორებთ, არც ერთ პროცესს არ დაუტევებია პასუხგაუცემელი კითხვა. თუნდაც ახალაიას საქმეში პროკურატურა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, გამჭვირვალედ მიმდინარეობს გამოძიება და მე შეგახსენებთ, რომ ახალაია არის ბრალდებული ისეთ მძიმე დანაშაულებში, როგორიცაა ადამიანის წამება და არა მხოლოდ ეგ საქმე. ეს არის მსოფლიო სტანდარტი და მე ამაზე პასუხისმგებელი ვარ, რომ როდესაც ადამიანი არის ბრალდებული ასეთ მძიმე დანაშაულებში, ის უნდა იყოს წინასწარ პატიმრობაში და ეს არ არის მხოლოდ ერთი საქმე. აქვე შეგახსენებთ, რომ ახალაიას დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში მიესაჯა პატიმრობა, უბრალოდ ის შეიწყალა სააკაშვილმა. ასე რომ, ეს ჩანაწერი – 9 თვე, გადაცდა, არ გადაცდა _ რა თქმა უნდა, ეს არის ისევ "ნაციონალური მოძრაობის" მცდელობა და EPP-ის სოლიდარობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.