სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის (GFK) მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებს, ვიცე- პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „არასერიოზულს“ უწოდებს.
მან აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტებთან განცხადების გაკეთება არ ისურვა და მხოლოდ ერთსიტყვიანი შეფასებით შემოიფარგლა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაციამ (GFK) სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა. ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, კითხვაზე - „თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ - გამოკითხულთა 22.4%-მა „ქართული ოცნება“, 21.7%-მა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 7.8%-მა - „სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძე“, 6.2%-მა კი - „თავისუფალ დემოკრატები“ დაასახელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.