ნიკოლას ბერნსი: მნიშვნელოვანია, არ მივცეთ ნება პრეზიდენტ პუტინს ნატო-ში საქართველოს წევრობას ვეტო დაადოს
28-06-2016, 07:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-ში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, ნიკოლას ბერნსმა და გენერალმა, ჯეიმს ჯონსმა ნატოს მიზნების და სიძლიერის აღდგენის შესახებ ანგარიში მოამზადეს.

 


ანგარიშში ნათქვამია, რომ ნატო-ს ვარშავის სამიტზე ალიანსის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ შეიარაღებული ძალების გაზრდილი რაოდენობის განლაგება აღმოსავლეთ მოკავშირეებთან. სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების მუდმივი ბაზირება ბალტიისპირეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში.

 

 

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ნატო-მ უნდა დაიწყოს საზღვაო მისიის შექმნა შავი ზღვის რეგიონში რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთის, ასევე პარტნიორი ქვეყნების, საქართველოს და უკრაინის მონაწილეობით.

 

 

"მას შემდეგ, რაც 2008 წელს საქართველოში შეიჭრა, პრეზიდენტმა პუტინმა 2014 წლის მარტში გადაწყვიტა შეჭრილიყო ყირიმში, მოეხდინა მისი ანექსია და გაეყო უკრაინა. ეს ანგარიში მომზადებულია იმ სტრატეგიული ტენდენციების გათვალისწინებით, რომლებიც ძალიან უარყოფითია შეერთებული შტატების, კანადისა და ევროპისთვის. პირველ რიგში, ეს არის რუსეთის მიერ ევროპის ხელახალი გაყოფა. ეს ითხოვს პასუხს ნატოს მხრიდან. ნომერ პირველი რეკომენდაცია, რომელიც ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ამ ანგარიშში, არის ის, რომ ნატომ მუდმივად უნდა განათავსოს ძალები ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში. ასევე მუდმივად პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში და შავ ზღვაზე, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იმოქმედოს ჰაერში, შავი ზღვის და ბალტიის რეგიონებში” - განაცხადა ნატოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, ნიკოლას ბერნსმა.

 

 

ანგარიშის ავტორები საუბრობენ ასევე ვარშავის სამიტზე საქართველოს პერსპექტივებზე და ასევე გამოიწვევს თუ არა ცვლილებებს ალიანსისთვის ბრიტანეთის გადაწყვეტილება ევროკავშირის დატოვებაზე.

 

 

„ჯერ ძალიან ადრეა თქმა, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ბრეგსითი ხელს შეუწყობს ხალხის ოდნავ უფრო მეტ ფოკუსირებას ნატოზე და ვიმედოვნებ, თუ ეს უფრო მეტ ყურადღებას გამოიწვევს, ნატო-სა და ევროკავშირისთვის საერთო ინტერესების საჭიროებაზე პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ ვიქნებით უფრო ქმედითუნარიანები, უფრო სწრაფები გადაწყვეტილებების მიღების და მათი აღსრულების დროს“ - აღნიშნა ევროპაში ნატოს ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ჯეიმს ჯონსმა.

 

 

ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩის ნიკოლას ბერნსის თქმით, ისინი "პუტინს არ მიცემენ ნებას ვეტო დაადოს რომელიმე ქვეყანას".

 

 

"შემდეგი ქვეყანა, რომელიც გაწევრიანდება, მონტენეგრო უნდა იყოს. საქართველო პარტნიორი ქვეყანაა და ბევრი ჩვენგანი, რომელიც მუშაობდა მჭიდროდ საქართველოსთან, მათ შორის, მეც ძლიერ ვაფასებთ საქართველოს შეიარაღებული ძალების წვლილს ჩვენს სამხედრო მისიებში. ძალიან მნიშვნელოვანია, არ მივცეთ ნება პრეზიდენტ პუტინს, ვეტო დაადოს რომელიმე ქვეყნის წევრობას. მას არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება საქართველოზე, რომელიც მან გაყო. მას არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინაზე. გრძელი გზაა გასავლელი წევრობამდე, პრობლემების გამო ამ ქვეყნების შიგნით. თუმცა, ისინი პარტნიორი სახელმწიფოები არიან და ეს იქნება მომავალი. 1949 წლიდან, რაც ნატო დაფუძნდა, გარანტირებულია, რომ ყველა ევროპულ ქვეყანას აქვს უფლება თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი"- განაცხადა ნიკოლას ბერნსიმ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი