„არ ვენდობი არასოდეს არცერთი მიკერძოებული მხარის კვლევას. ამ შემთხვევაში, „რუსთავი 2“-ს და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ვენდობით, ისევე როგორც „ქართულ ოცნებას“, რომელიც ატარებს კვლევას და ამბობს, რომ 90% აიღებს და 100 კაცს გაიყვანს, არც იმას ვენდობით“,- განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილის თქმით, ის შეიძლება ობიექტურ კვლევას ენდოს, რომელიც არ არის მიკერძოებული.
„რუსთავი 2“-მა შეუკვეთა - „რუსთავი 2“-მა მიიღო, ტყუილების მეტი რა მოგვისმენია. ამ კვლევას მე ვუყურებ, როგორც იუმორისტულ საქმიანობას. ჩემს თავსაც ამაზე ამდენი ლაპარაკი, რომ მიწევს საკმაოდ იუმორისტულ ფერებში ვხედავ“,- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაციამ (GFK) სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა, რომელიც პოლიტიკას, მედიას, ეროვნულ საკითხებს ეხება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.