პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობა საფრთხის შემცველია.
აღნიშნულით თამაზ მეჭიაური თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თავდაცვის მინისტრის ამ საქციელს შეფასება უნდა მისცეს პრემიერმა და ეს შეფასება არ უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ სიტყვიერი დატუქსვით.
„მიმაჩნია, რომ დღესაც მისი ყოველი დღე ამ თანამდებობაზე არის საფრთხის შემცველი. ვითვალისწინებ რა იმას, რომ პრემიერი ცალსახად მის პოზიციაზეა, მაშინ პრემიერმაც უნდა გაიზიაროს ის პასუხისმგებლობა, რაც ამ ქალბატონის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს შეიძლება მოყვეს. თავდაცვის მინისტრის ამ საქციელს, პირველ რიგში შეფასება უნდა მისცეს პრმიერ-მინისტრმა და ეს შეფასება არ უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ სიტყვიერი დატუქსვით. სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ყველა და მათ შორის მეც, პასუხისმგებლობას თავდაცვის მინისტრის ქმედებებზე დავაკისრებ უპირველსად პერმიერ-მინისტრს“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.