2016 წლის 5-6 სექტემბერს, საქართველოს, ოფიციალური ვიზიტად, შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, კრისტა მარკვალდერი ეწვევა.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის შეხვედრისას აღინიშნა.
გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, კრისტა მარკვალდერმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობას და ამ კონტექსტში, ქართული პროდუქციის, მათ შორის ღვინის ექსპორტს. პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია კომერციული ატაშეს ინსტიტუტის შექმნის შესახებ, რაც, ექსპორტისა და ვაჭრობის წახალისების მიზნით, საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სავაჭრო წარმომადგენლის განთავსებას გულისხმობს.
მხარეებმა, ასევე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საქართველო-ევროკავშირის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მედიატორის ფუნქციის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ასევე აფასებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერას, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პროცესში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.