დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ინგლისურმა ენამ შესაძლოა ევროკავშირის ოფიციალური ენის სტატუსი დაკარგოს.
ამის შესახებ ევროპარლამენტის საკონსტიტუციო საქმეთა კომიტეტის (AFCO) ხელმძღვანელმა, დანუტა ჰიუბნერმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ინგლისურ ენას ოფიციალური სტატუსი დიდი ბრიტანეთის განაცხადის საფუძველზე ჰქონდა, ახლა კი როდესაც ქვეყანა გაერთიანებას დატოვებს, ვითარება შეიცვლება - ის დარჩება სამუშაო ენად, თუმცა ოფიციალურ სტატუსს დაკარგავს.
„ინგლისური ევროკავშირის 24 ოფიციალურ ენას შორის ერთ-ერთია, რადგან ბრიტანეთი მას საკუთარ ოფიციალურ ენად აღიარებს, მაგრამ როცა ქვეყანა ევროკავშირიდან გასვლის პროცესს დაასრულებს ინგლისური ენა თავის სტატუსს დაკარგავს. ჩვენ გვაქვს რეგულაციები, რომელთა თანახმადაც ევროკავშირის თითოეულ ქვეყანას ერთი ოფიციალური ენის მითითება შეუძლია, ირლანდიამ მიუთითა გალური, მალტამ კი - მალტური, ასე რომ ინგლისური მხოლოდ ბრიტანეთს აქვს მითითებული. თუ არ გვეყოლება ბრიტანეთი, არ გვექნება ინგლისური“,-განაცხადა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.