BBC: ქარიშხლის მომასწავებელი დებატები ევროპარლამენტში – "დიდი ბრიტანეთი არ იქნება ბოლო წევრი ქვეყანა, რომელიც დატოვებს ევროკავშირს" – ნაიჯელ ფარაჯი
28-06-2016, 07:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპის პარლამენტში დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებისთვის ხმის მიცემის შესახებ დებატებისას ცხარე კამათს ჰქონდა ადგილი. მთავარი სამიზნე დატოვების კამპანიის ცენტრალური ფიგურა, დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელი პარტიის ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი იყო, რომელსაც "მატყუარა" უწოდეს. მას "ნაცისტური პროპაგანდის" წარმოებაშიც დასდეს ბრალი.

 

 

მაგრამ თავის სიტყვაში ფარაჯმა ევროპარლამენტის წევრებს უთხრა, რომ "ისინი, როგორც პოლიტიკური პროექტები, უარყოფილნი არიან".

 

 

მან განაცხადა, რომ მათგან თითო ოროლას თუ აქვს ოდესმე რაიმე ჯეროვანი სამსახური შესრულებული ან შექმნილი თავიანთ ცხოვრებაში.

 

 

პარლამენტი ბრიუსელში სპეციალურ სესიას მართავს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის დევიდ ქამერონის და ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე, რომელიც დღეს მოგვიანებით გაიმართება.

 


როგორც BBC იუწყება, ევროპარლამენტში ქარიშხლის მომასწავებელი და ღრმად ემოციური დებატები იყო. მხარეები ერთმანეთს ტყუილში ადანაშაულებდნენ. ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებისთვის მიცემულმა ხმამ დაყო და დააპირისპირა პარლამენტი. ბევრმა ევროპარლამენტარმა გამოხატა წუხილი ბრიტანეთის დაკარგვის გამო. განსაკუთრებით ემოციური იყო ბრიტანეთის მიმავალი კომისრის ლორდ ჰილისადმი დამოკიდებულების გამჟღავნება.

 

 

მაგრამ ასევე დიდი უპატივცემულობა და მომავალზე წუხილიც დაფიქსირდა. იყო მოწოდებები ერთიანობისკენ, რეფორმებისა და ევროპის მოქალაქეების დაკავშირების საჭიროებაზე.

 

 

ევროსკეპტიკოსთა ჯგუფისთვის კი ეს იყო გამარჯვების ტკბილი მომენტი. ის, რაც ერთ დროს თითქმის შეუძლებელი ჩანდა, რეალობად იქცა, წერს BBC.

 

 

მანფრედ ვებერმა, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯდომარემ განაცხადა: "დამშვიდების დრო წასულია. ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენი ევროპული პროექტის დასაცავად."

 

 

"ბოდიშს ვუხდი ბრიტანელებს, სირცხვილი შენ," უთხრა მან ნაიჯელ ფარაჯს და დაამატა: "შეწყვიტეთ ეს პოპულისტური დარტყმები ბრიუსელზე".

 

 

ამ სიტყვების საპასუხოდ კი ფარაჯმა პარლამენტს განუცხადა, რომ ისინი "უარყოფილნი არიან."

 

 

"ჩვენ ახლა ვთავაზობთ იმედის ნაპერწკალს დემოკრატებს ევროპის კონტინენტის გასწვრივ," განაცხადა მან. "დიდი ბრიტანეთი არ იქნება ბოლო წევრი ქვეყანა, რომელიც დატოვებს ევროკავშირს", თქვა ნაიჯელ ფარაჯმა.

 

 

საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერმა მარინ ლეპენმა, რომელსაც უნდა რომ მისმა ქვეყანამაც ჩაატაროს ბრიტანეთის მსგავსი რეფერენდუმი, ევროპარლამენტარებს უთხრა, "განზე გადადონ ეს დაღვრემილი გამომეტყველებანი და იმხიარულონ ბრიტანელი ხალხის ემანსიპაციით".

 

 

ამასობაში კი გერმანიის პარლამენტში წარმოთქმული სიტყვისას ანგელა მერკელმა დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირი საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ ბრიტანეთის გარეშე გადარჩეს.

 

 

ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის მიერ ბლოკის დაუყოვნებლივ დატოვების წინადადებას – 50–ე არტიკლის გამოყენებით.

 


სესიის გახსნისას ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან–კლოდ იუნკერმა დიდ ბრიტანეთს დაჟინებით მოუწოდა, რაც შეიძლება მალე "შეიტანოს ნათელი მის პოზიციაში" "Brexit"– თან დაკავშირებით.

 

 

მან ვევროპის პარლამენტს უთხრა, რომ ბრიტანეთი და ევროკავშირი მეგობრებად რჩებიან, მაგრამ დიდმა ბრიტანეთმა უნდა დააფიქსიროს თავისი მკაფიო პოზიცია იმისათვის, რომ თავიდან იყოს აცილებული გაურკვევლობა.

 

 

დევიდ ქამერონი სამშაბათს, მოგვიანებით, პირველად შეხვდება ევროკავშირის ლიდერებს მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ხმა მისცა ბლოკის დატოვებას.

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი შეხვედრისას "Brexit" –ის შედეგებს განიხილავს და ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის წინ გარკვეულ საკითხებს შეაჯერებს.

 


პარლამენტში გამოსვლისას გუშინ დევიდ ქამერონმა დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთი არ არის მზად დაიწყოს ევროკავშირიდან ფორმალური გამოსვლის პროცესი. მისი თქმით, ეს ოქტომბრის შემდეგ, მისმა შემცვლელმა უნდა გააკეთოს.

 


ბერლინში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კი გუშინ დღის მე–2 ნახევარში საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს და იტალიის პრემიერ მინისტრს მათეო რენზის მასპინძლობდა. ლიდერებმა ევროკავშირის გასაძლიერებლად "ახალი იმპულსის" ამოქმედების მოწოდება გააკეთეს.

 


სამივე ლიდერმა გამოხატა სინანული ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებისთვის ხმის მიცემის გამო. მერკელმა კი ამას „ძალიან მტკივნეული და დასანანი გადაწყვეტილება“ უწოდა.

 


„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ევროპული ხელშეკრულებების 50-ე არტიკლი ძალიან ნათელია - წევრმა სახელმწიფომ, რომელსაც სურს ევროკავშირის დატოვება, უნდა ამცნოს ევროპულ საბჭოს,“ განაცხადა ანგელა მერკელმა ერთობლივ პრეს კონფერენციაზე ბერლინში მის კანცელარიაში.

 


„არ იქნება რაიმე შემდგომი ნაბიჯები, სანამ ეს მოხდება. მხოლოდ ამის შემდეგ გამოსცემს ევროპული საბჭო სახელმძღვანელოებს, რომლის მიხედვითაც იქნება გასვლა განხილული.

 


„ეს ნიშნავს რომ, და ჩვენ შევთანხმდით ამ საკითხზე, არ იქნება არც არაფორმალური და არც ფორმალური მოლაპარაკებები ბრიტანეთის გასვლაზე მანამ, სანამ ევროპული საბჭო არ მიიღებს [დიდი ბრიტანეთის] თხოვნას ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით," აღნიშნა მერკელმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი