დავით ნარმანიას თქმით, თბილისში ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით საგანგაშო მდგომარეობა არ არის
28-06-2016, 07:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ინტენსიურად ვმუშაობთ გამწვანების თვალსაზრისით, რათა თბილისი უფრო მეტად მწვანე ქალაქი იყოს და დაბინძურების დონემ ქალაქში მნიშვნელოვნად დაიკლოს“,-განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

 

 

„აბსოლუტურად საგანგაშო მდგომარეობა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით არ არის, თუმცა არის ცალკეული გადატვირთული უბნები გამომდინარე ტრანსპორტის სიჭარბიდან, გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში მწვანე საფარს ასეთ ადგილებში ყურადღება არ ექცეოდა. სწორედ ამიტომ გაზზე მომუშავე ავტობუსებზე გამოვაცხადეთ ტენდერი. ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ გამწვანების თვალსაზრისით, რათა თბილისი უფრო მეტად მწვანე ქალაქი იყოს და დაბინძურების დონემ ქალაქში მნიშვნელოვნად დაიკლოს“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

 

 

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიშის თანახმად, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული მიზეზების გამო, მსოფლიო მასშტაბით 6,5 მილიონი ადამიანი იღუპება. ექსპერტების მოსაზრებით, შესაბამისი ზომების მიღების გარეშე 2040 წლისთვის სიკვდილიანობის დონე 1 მილიონით გაიზრდება.  ანგარიშში მოყვანილია ცხრილი, რომლის თანახმად, 2012 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე ბულგარეთი, მე-3-ზე კი ჩინეთია.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი