გია ვოლსკი: პოპულარულია, როცა მშობლებს და ოჯახებს ეუბნები - თქვენს ბავშვებს არ წავიყვან ჯარში
28-06-2016, 08:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი შანსია, თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდეს, - აღნიშნული განცხადება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ გააკეთა.

 

 

"იქ ლევან ბერძენიშვილი ჩაერთო, თავისი განცხადებებით. პოპულარულია, როცა მშობლებს და ოჯახებს ეუბნები: თქვენს ბავშვებს არ წავიყვან ჯარში. ამავე დროს არის სახელმწიფოს ინტერესი, არის თემები, რომელიც გაცილებით მოქნილად შეიძლება მოგვარდეს, ვიდრე ამ განხილვებში ნატოს და დასავლეთის კონცეფციის თემის შემოტანაა. ეს არასწორია. არასებობს საპარლამენტო კომიტეტი, სამთავრობო ფორმატი, სადაც საკითხი უნდა იყოს განხილული. უმაღლესი მთავარსარდალიც საქმის კურსში უნდა იყოს“, - ამბობს თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემულ ბრძანებაზე გია ვოლსკი.

 

 

ვოლსკის განცხადებით, “აბსურდია იმაზე საუბარი, თითქოს ნატო-ს სტანდარტი მხოლოდ და მხოლოდ კონტრაქტორებს ითვალისწინებს“.

 

 

“ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ შეუთანხმებელი გადაწყვეტილებები არ არის სწორი და ეს საქართველოს ინტერესებს არ პასუხობს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. შეიძლება პრემიერმა თქვას, რომ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება მოსწონს, არ უნდა წვევამდელები ჯარში და ეთანხმება მას, მაგრამ ვფიქრობ, ამ შემთხვევაში პოლიტიკური ეთიკა დარღვეულია”, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი