პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით საკითხების საჯარო განხილვამ შესაძლოა ქვეყნის ინტერესები დააზარალოს.
ასე გამოეხმაურა ეკა მიშველაძე თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას, რომელმაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევის შეჩერებასთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა.
„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმაც და პრემიერმაც ამომწურავად უპასუხეს ამ თემას, მედიის ინტერესი მაინც დიდია. ამიტომ კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ ჩვენ მეტ საჯარო კომენტარს ამ თემასთან დაკავშირებით არ გავაკეთებთ, გამომდინარე იქიდან, რომ უახლოეს მომავალში წინ არის ვარშავის სამიტი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. სამიტზე პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრთან ერთად მიემგზავრება და მისი აზრით, ამ საკითხების საჯაროდ განხილვამ შესაძლოა დააზარალოს ქვეყნის ინტერესები. პრეზიდენტი თვლის, რომ ასეთ დროს სასურველია პირველ რიგში ყველა გამოვიდეს სახელმწიფო ინტერესებიდან“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
პრეზიდენტის პრესსპიკერი ასევე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის გახსნას გამოეხმაურა და განმარტა, რომ ეს არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მიმართულება უელსის სამიტის კონცეფციიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს „მეტ ნატო-ს საქართველოში და მეტ საქართველოს ნატო-ში“.
„აღნიშნული სკოლის დაარსება მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ისე პარტნიორი ქვეყნებისთვის. ეს სკოლა იქმნება იმისთვის, რომ მიღებული ცოდნა დავამუშავოთ, ჩამოვაყალიბოთ და შემდეგ გავუზიაროთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს. ეს სასწავლებელი საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობის კიდევ ერთი დამაკავშირებელი კომპონენტია“, - განაცხადა მიშველაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.