„საზოგადოებრივი აზრის უკეთ შეცნობისთვის სოციოლოგიური კვლევის შედეგების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა“, -განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე საუბრისას.
„ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღებით ვეცნობით სოციოლოგიური კვლევის შედეგებს და ვთვლით, რომ საზოგადოებრივი აზრის უკეთ შეცნობისთვის ასეთი კვლევის შედეგების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაციამ (GFK) სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა ხმას გიორგი მარგველაშვილს მისცემდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.