ევროპარლამენტმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ფორმალური პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ რეზოლუცია მიიღო.
დოკუმენტს 395-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 200 წინააღმდეგი იყო, 71-მა კი თავი შეიკავა, - აღნიშნულ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
რეზოლუციის მიღებას ევროპარლამენტში ცხარე დებატები უძღოდა წინ. მთავარი სამიზნე დატოვების კამპანიის ცენტრალური ფიგურა, დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელი პარტიის ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი იყო, რომელსაც "მატყუარა" უწოდეს. მას "ნაცისტური პროპაგანდის" წარმოებაშიც დასდეს ბრალი.
მაგრამ თავის სიტყვაში ფარაჯმა ევროპარლამენტის წევრებს უთხრა, რომ "ისინი, როგორც პოლიტიკური პროექტები, უარყოფილნი არიან".
დევიდ ქამერონი სამშაბათს, მოგვიანებით, პირველად შეხვდება ევროკავშირის ლიდერებს მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ხმა მისცა ბლოკის დატოვებას.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი შეხვედრისას "Brexit" –ის შედეგებს განიხილავს და ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის წინ გარკვეულ საკითხებს შეაჯერებს.
პარლამენტში გამოსვლისას გუშინ დევიდ ქამერონმა დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთი არ არის მზად დაიწყოს ევროკავშირიდან ფორმალური გამოსვლის პროცესი. მისი თქმით, ეს ოქტომბრის შემდეგ, მისმა შემცვლელმა უნდა გააკეთოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.