რუსეთის საგარეო უწყება საქართველოში სირიელი მეამბოხეების შესაძლო მომზადებაზე ღარიბაშვილის განცხადებას სერიოზულად აღიქვამს
03-10-2014, 03:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი საქართველოში სირიელი "ბოევკიების" საწვრთნელი ცენტრის შესაძლო განთავსების თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

 

 

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოსკოვში ყურადღება მიაქციეს ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა საქართველოში ამერიკული საწვრთნელი ბანაკის შექმნას, სადაც სირიის ოპოზიციონერი "ბოევიკები" მომზადებას გაივლიდნენ.

 

 

"რა თქმა უნდა, თბილისს ეს გადაწყვეტილება რომ მიეღო, ეს სერიოზული ზიანის მომტანი იქნებოდა უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის საზღვრებთან ახლოს", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ამ შემთხვევაში გარდაუვალი იქნებოდა ნეგატიური შედეგები რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე ნორმალიზაციის პროცესში.

 

 

"აქედან გამომდინარე, თბილისის, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა ჩვენს მიერ სერიოზულად იქნა მიღებული. ჩვენ ამ თემას ყურადღებით დავაკვირდებით", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


რამდენიმე დღის წინათ ამერიკულმა გავლენიანმა გამოცემამ Foreign Policy-მ გამოაქვეყნა ექსკლუზიური მასალა, სადაც, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, არჩილ გეგეშიძის სიტყვებზე დაყრდნობით, ჟურნალისტი წერდა, რომ საქართველომ აშშ-ს სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის განთავსება შესთავაზა. ეს ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა უარყვეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი