თორნიკე შარაშენიძე: რუსეთი საქართველოს დღევანდელ მთავრობას კარგად არის შეგუებული და არა მგონია, მას აქ ცვლილებები უნდოდეს
28-06-2016, 08:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, რუსეთი საქართველოს დღევანდელ მთავრობას კარგად არის შეგუებული და მას ჩვენს ქვეყანაში ცვლილებები არ ენდომება.

 

 

აღნიშნულით შარაშენიძე  საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

 

„გრიგორი კარასინი ამბობს, რომ რუსეთი მზად არის ყველა სცენარისათვის. მან თქვა, რომ იმედია, Brexit არ მოხდებაო. ამით ალბათ პარალელი გაავლო იმასთან, რომ საქართველოში შეიძლება ოპოზიციამ გაიმარჯვოს. რუსეთს ალბათ აწყობს დღევანდელი სიტუაცია შენარჩუნდეს - დღევანდელი სიტუაციით უფრო მშვიდად არიან, როცა არაფერი იძვრის, დღევანდელ მთავრობას კარგად არიან შეგუებული და არა მგონია, მათ აქ ცვლილებები უნდოდეთ“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ და დასძინა, რომ არ არის გამორიცხული რუსეთმა აქ ჯარი შემოიყვანოს და „მშვიდობა“ დაამყაროს.

 

 

„ასეთი სიტუაციისთვის ჩვენც უნდა ვიყოთ მზად. ამის ერთადერთი გარანტია, რომ ეს არ მოხდეს, არის ქართული-ამერიკული ერთობლივი წვრთნები“, - აღნიშნა მან.

 

 

გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთისთვის სიურპრიზები ძნელი წარმოსადგენია.        

 

 

„ჩვენ გვაქვს იმედი, რომ საქართველო იქნება სტაბილური ქვეყანა. 8 ოქტომბერი ჩვენთვის საინტერესო დღეა. იმედი მაქვს, უფრო ნაკლებად სენსაციური იქნება, ვიდრე ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგი. არჩევნები ყოველთვის საინტერესოა. რუსეთისთვის სიურპრიზები ძნელი წარმოსადგენია, ჩვენ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ, მაგრამ მაინც ვიმედოვნებთ, რომ სტაბილური კონსტრუქციული განვითარება ქვეყნისთვის დამახასიათებელი იქნება არჩვენების შემდეგ პერიოდშიც. გვიყვარს ქართველი ხალხი. იმედი გვაქვს, რომ ოდესმე შევძლებთ ამ სიტყვის ფართო გაგებით განვავითაროთ ურთიერთობები ყველა მიმართულებით სწორედ ამაზე ვმუშაობთ ზურაბ აბაშიძესთან“,-განაცხადა კარასინმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი