შევეცდები დავარწმუნო ჩემი კოლეგები, რომ ამ ვითარებაში საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია კიდევ უფრო საშური საქმე გახდა, - აღნიშნული განცხადება ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
”ამ ევროპის განვითარების ძირითად კურსში ეწერება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გასულ დღეებში სხვა საკითხებმა გადაფარა ბევრი თემა, მათ შორის საქართველოს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის საკითხი მოიხსნება დღის წესრიგიდან.
დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები, ”ლიბერალ-დემოკრატიული” პარტიების ლიდერები, მათ შორის ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა, ამ მიდგომას მხარს დაუჭერს. პირადად ჩემი მოწვევაც ამ ღონისძიებაზე იმით არის განპირობებული, რომ ”ლიბერალურ-დემოკრატიული” პარტიები სწორედ ასე უყურებენ ამ საკითხს”, - განუცხადა უსუფაშვილმა ტელეკომპანია "იმედს".
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბრიუსელში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი დღის განმავლობაში ევროპელ ლიდერებს შეხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.