„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ აქტიურად აგრძელებს სოციოლოგიური კვლევების დისკრედიტაციას.
კობახიძე აღნიშნულით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებულ სოციოლოგიური კვლევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია - GFK-ს სანდოობის საკითხიც ეჭვქვეშ დგას.
„ჩვენ ვიხილეთ მორიგი გაყალბებული კვლევა „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ აქტიურად აგრძელებს სოციოლოგიური კვლევების დისკრედიტაციას. არის აბსოლუტურად გაყალბებული მონაცემები, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს. რაც შეეხება თვითონ ორგანიზაციას GFK-ს, ბუნებრივია, მისი სანდოობის საკითხიც ეჭვქვეშ დგას, პირველ რიგში, გამომდინარე იქიდან, რომ 2012 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ არაპირდაპირი დაკვეთით მაშინ ჩაატარა კვლევა, ეგზიტპოლები და მაშინაც გაყალბებული შედეგები დაგვიდეს. 20%-ზე მაღალი ცდომილებით წარმოგვიდგინეს ეგზიტპოლების შედეგები 2012 წლის არჩევნებში, ანუ უკვე არსებობს პრაქტიკა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, GFK-სთან ერთად, აყალბებდა სოციოლოგიური კვლევის შედეგებს“,-აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაციამ (GFK) სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა. ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, კითხვაზე - „თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ - გამოკითხულთა 22.4%-მა „ქართული ოცნება“, 21.7%-მა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 7.8%-მა - „სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძე“, 6.2%-მა კი - „თავისუფალ დემოკრატები“ დაასახელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.