საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტებმა პროფესიული დღესასწაული წელს მესამედ აღნიშნეს
28-06-2016, 09:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტებმა პროფესიული დღესასწაული წელს მესამედ აღნიშნეს. სადღესასწაულო ღონისძიება გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 


სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

 


„მინდა მივულოცო სერჟანტებს. ისინი ჯარის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. შეიარაღებული ძალების სიჯანსაღე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მათ საუკეთესო შესაძლებლობებსა და უნარებზე. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ეს რგოლი გავაძლიეროთ. ვფიქრობ, სერჟანტთა მომზადების ცენტრი საუკეთესო დასტურია იმ დამოკიდებულებისა, რომელიც შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის სამინისტროს სერჟანტების მიმართ აქვთ - ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე და საუკეთესოდ აღჭურვილი წერტილია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ყველას ვულოცავ, წარმატებებს ვუსურვებ კარიერულ წინსვლაში, საკუთარი უნარების გამოყენება არ დასჭირვებოდეთ საბრძოლო პირობებში“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 


გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ კი აღნიშნა, რომ სერჟანტთა ინსტიტუტი დღითიდღე ძლიერდება და ვითარდება.

 


სერჟანტებმა თეორიული, ხოლო სერჟანტთა მომზადების ცენტრის მსმენელთა პირადმა შემადგენლობამ ტაქტიკური მეცადინეობა ჩაატარეს. ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა ინტელექტუალური თამაში, რომელშიც შეიარაღებული ძალების სერჟანტების ცხრა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ინტელექტუალურ თამაშში გამარჯვებულ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სერჟანტების გუნდს გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გარდამავალი თასი გადასცა.

 


სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემ და თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის (CUBIC) წარმომადგენელმა ჯონი ბუშიჰედმა მიმართეს.

 


ღონისძიებებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებისა და გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი