“ჩვენ უკვე 15 წელია, გვიყვარს ერთმანეთი. ისე რომ, ჩვენ სიყვარულში ვერ შეიტანთ ბზარს,“ - აღნიშნული განცხადება თავდაცვის მინისტრმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი სესიაშვილთან დაკავშირებით გააკეთა.
ირაკლი სესიაშვილმა თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, გააკრიტიკა.
„ჩემთვის გაუგებარი იყო ქალბატონი მინისტრის ემოციური გამოსვლები, ელემენტარული კრიტიკა რამდენადაც, მე პირადად ვითხოვდი მხოლოდ იმას, რომ საკითხი უნდა იქნას განხილული, რადგან რთული და მნიშვნელოვანი საკითხია და ცალმხრივი მიდგომა არ უნდა იყოს. პირველ რიგში, ეს "მონური სამსახური" კანონით დასჯადია და ასეთი რამ ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს. იმ წვევანდელს თუ რამე პრობლემა აქვს და არ არის ჩართული სამხედრო სწავლებაში, აი ეს არის პრობლემა,“ - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
თავდაცვის მინისტრი კი საკუთარ გადაწყვეტილებაში გაუგებარს ვერაფერს ხედავს და მზად არის, მთავრობისა და უშიშროების საბჭოს ფორმატში მოხდეს საკითხზე დისკუსია.
„ამ ბრძანებას არ სჭირდება განხილვა, ის არის კვოტების შესახებ გადანაწილება, რომელსაც თავდაცვის მინისტრი თავის კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს, ასე იყოს თუ არა. თავისთავად იმ მთავარი დოკუმენტის განხილვის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გნებავთ უშიშროების საბჭოზე და გნებავთ მთავრობაში, რომელიც თავის დროზე მთავრობასაც და უშიშროების საბჭოსაც დამტკიცებული აქვს და პრეზდენტის ბრძანებულებით არსებობს. მე ამ დისკუსიაში, ბუნებრივია, მონაწილეობას მივიღებ,“ - აცხადებს თინა ხიდაშელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.