რუსთავის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების დეზინტერიით დაავადების გამო, საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
28-06-2016, 10:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რუსთავის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების დეზინტერიით დაავადების გამო, საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

 

 

ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც Guardian.ge უცვლელად გთავაზობთ:

 

 

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაასრულა რუსთავის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მოწამვლის ფაქტის შესწავლა. სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა არაგეგმური ინსპექტირება ჩაატარეს რესტორან „ბერმუხაში“, სადაც აღნიშნული სკოლის გამოსაშვები საღამო გაიმართა. ინსპექტირებისას შპს „ბერმუხა ბი ემ ჯის“ რესტორანში გამოვლინდა არაკრიტიკული შეუსაბამობა.

 

 

მოკვლევისას დადგინდა, რომ რესტორანში საკონდიტრო ნაწარმი (კრემიანი ნამცხვრები) შეტანილი იყო შპს „ასორტი ვერეს“ საკონდიტრო წარმოებიდან.

 

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა საკონდიტროში ჩაატარეს არაგეგმური ინსპექტირება, აიღეს საკონდიტრო ნაწარმის ნიმუში, რომელიც კვლევისთვის ლაბორატორიას გადაუგზავნეს. კვლევის შედეგად გამოვლინდა მიკრობიოლოგიური პარამეტრების დარღვევა, კერძოდ: დასაშვებ ნორმაზე მეტი ოქროსფერი სტაფილოკოკი (S. Aureus), მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმები, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, საფუარი და ობის სოკოები.

 

 

გამოვლენილი დარღვევების გამო შპს „ასორტი ვერეს“ საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი