სტამბულის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა, მოკლულია სულ მცირე 28 და დაჭრილია ათეულობით ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აფეთქება სტამბულის ათათურქის უდიდეს აეროპორტსა და საერთაშორისო მგზავრების უმთავრეს სატრანსპორტო ცენტრში მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ისმოდა ასევე სროლის ხმები. აეროპორტში თავდასხმების შემდეგ, ფრენები შეჩერებულია.
BBC თურქულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ სულ მცირე 60 ადამიანია დაჭრილი. გავრცელებული ცნობით, პოლიციამ ეჭვმიტანილებს, სამ პირს, აეროპორტის შესასვლელში ცეცხლი გაუხსნა, რათა ისინი შეეჩერებინა.
"იმ ინფორმაციის თანახმად, რაც მე გადმომცეს, საერთაშორისო ტერმინალის შესასვლელთან ტერორისტმა პირველად ცეცხლი კალაშნიკოვიდან გახსნა, შემდეგ კი თავი აიფეთქა," განაცხადა თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბეკირ ბოზდაგმა ანკარაში.
ოფიციალური ცნობით, ორ აფეთქებას და მრავალჯერად დაზიანებებს ჰქონდა ადგილი. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ სურათებში კი ჩანს თუ როგორ წვანან იატაკზე დაჭრილი ადამიანები, ტერმინალის შიგნით და გარეთ.
თურქული CNN-ის განცხადებით, ოფიციოზი ეჭვობს, რომ შეტაკებების უკან თვითმკვლელი ტერორისტები დგანან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.