[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ ცეცხლი გახსნა და შემდეგ თავი აიფეთქა სტამბულში, ათათურქის სახელობის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში სამშაბათ საღამოს, დაახლოებით 9:50 საათზე ადგილობრივი დროით, რის შედეგადაც მოკლულია 44 და დაჭრილია 230–ზე მეტი ადამიანი. თურქეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ეს თავდასხმა სავარაუდოდ, "ისლამური სახელმწიფოს" მიერ არის განხორციელებული.
ერთ–ერთმა თავდამსხმელმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან, "კალაშნიკოვიდან" გამგზავრების დარბაზში გახსნა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა დანარჩენმა ორმაც განახორციელა, რის შემდეგაც სამივე თავდამსმხმელმა თავი აიფეთქა.
ევროპის მესამე ყველაზე დატვირთულ აეროპორტში, ეს თვითმკვლელების მიერ განხორციელებული ყველაზე საშინელი თავდასხმაა თურქეთში, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციის ნაწილია და ცდილობს მისი წვლილის შეტანას მეზობელ, დანაწევრებულ სირიაში სამოქალაქო ომის დასრულების საქმეში.
როგორც "როიტერსი" წერს, პოლიციამ ორ თავდამსხმელს შეჩერების მიზნით ცეცხლი მანამ გაუხსნა, სანამ ისინი ჩამოფრენის დარბაზში უსაფრთხოების შემოწმების პუნქტს მიაღწევდნენ, მაგრამ მათ მოახერხეს ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედება, განაცხადა თურქეთის ოფიციოზმა.
პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა: "ეს თავდასხმა, რომლის სამიზნეც უდანაშაულო ადამიანები იყვნენ, არის საძაგელი, დაგეგმილი ტერორისტული აქტი".
"არსებობს თავდაპირველი სამხილი იმისა, რომ სამიდან თითოეულმა თვითმკვლელმა ცეცხლის გახსნის შემდეგ თავი აიფეთქა," განუცხადა მან რეპორტიორებს აეროპორტში. ილდირიმმა განაცხადა, რომ თავდამსხმელები აეროპორტში ტაქსით მივიდნენ და წინასწარი გამოძიებით, კვალი "ისლამური სახელმწიფოსკენ" მიდის.
შეერთებული შტატების კონტრტერორიზმის ორმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც ადრეული ეტაპის გამოძიების დეტალებს იცნობს, განაცხადა, რომ ეჭვმიტანილთა მთავარ სიაში "ისლამური სახელმწიფოა", თუმცა ჯერ ამის სამხილი არ არსებობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.