თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიფ ერდოღანი სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მომხდარს მკაცრად გმობს.
როგორც თურქული მედია იტყობინება, ტერაქტების შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა პრემიერ-მინისტრთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან საგანგებო შეხვედრა გამართა.
ბოლო მონაცემებით, ათათურქის აეროპორტში მოკლულია 36 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 150-ია.
ერთ–ერთმა თავდამსხმელმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან, "კალაშნიკოვიდან" გამგზავრების დარბაზში გახსნა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა დანარჩენმა ორმაც განახორციელა, რის შემდეგაც სამივე თავდამსმხმელმა თავი აიფეთქა.
ევროპის მესამე ყველაზე დატვირთულ აეროპორტში, ეს თვითმკვლელების მიერ განხორციელებული ყველაზე საშინელი თავდასხმაა თურქეთში, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციის ნაწილია და ცდილობს მისი წვლილის შეტანას მეზობელ, დანაწევრებულ სირიაში სამოქალაქო ომის დასრულების საქმეში.
პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა: "ეს თავდასხმა, რომლის სამიზნეც უდანაშაულო ადამიანები იყვნენ, არის საძაგელი, დაგეგმილი ტერორისტული აქტი".
"არსებობს თავდაპირველი სამხილი იმისა, რომ სამიდან თითოეულმა თვითმკვლელმა ცეცხლის გახსნის შემდეგ თავი აიფეთქა," განუცხადა მან რეპორტიორებს აეროპორტში. ილდირიმმა განაცხადა, რომ თავდამსხმელები აეროპორტში ტაქსით მივიდნენ და წინასწარი გამოძიებით, კვალი "ისლამური სახელმწიფოსკენ" მიდის.
შეერთებული შტატების კონტრტერორიზმის ორმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც ადრეული ეტაპის გამოძიების დეტალებს იცნობს, განაცხადა, რომ ეჭვმიტანილთა მთავარ სიაში "ისლამური სახელმწიფოა", თუმცა ჯერ ამის სამხილი არ არსებობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.