გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სამშაბათს განაცხადა, რომ იგი ვერავითარ შანსს ვერ ხედავს იმისას, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შესაძლოა, რომ ბლოკში უკან დაბრუნდეს.
ევროკავშირის სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ საუბრისას, მერკელმა ბრიტანეთის მიმავალ პრემიერ მინისტრთან მოლაპარაკებები აღწერა, როგორც "სერიოზული", მაგრამ "მეგობრული". მან თქვა, რომ არ არის დრო მწუხარების და სიბრაზის, არამედ დროა იმისა, რომ ევროპამ მარტივად მოაგვაროს ის მდგომარეობა, რომლის წინაშეც დგას.
"მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა ამ საღამოს, რომ მე ვერ ვხედავ პროცესის უკან დაბრუნებას," განაცხადა მერკელმა, როდესაც მას ბრიტანეთის ევროკავშირში შესაძლო უკან დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ ჰკითხეს. " ჩვენ ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ მდგომარეობიდან გამომდინარე შექმნილ რეალობას," აღნიშნა მერკელმა.
ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში სამიტს დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის გარეშე განაახლებენ. სამშაბათს დევიდ ქამერონმა 27 წევრი ქვეყნის ლიდერებს უთხრა, რომ ვაჭრობა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი იქნება იმისდა მიუხედავად, რა იქნება მომავალში.
გერმანიის კაცლერმა ანგელა მერკელმა დაჟინებით მოუწოდა ევროკავშირს "პატივი სცენ დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის კენჭისყრის შედეგს". მაგრამ მანაც და სხვა ლიდერებმაც კიდევ ერთხელ მოუწოდეს ბრიტანეთს რაც შეიძლება მალე ჩამოაყალიბოს ევროკავშირის დატოვების გეგმები.
ისინი ირწმუნებიან, რომ მოლაპარაკებები მანამ არ წარიმართება, სანამ დიდი ბრიტანეთი ლისაბონის ხელშეკრულების 50–ე მუხლზე დაყრდნობით, ბლოკიდან გასვლის თაობაზე მოქმედებებს არ დაიწყებს.
სამშაბათის სამიტი ბრიუსელში დევიდ ქამერონისთვის ბოლო სამიტი იყო, რადგან მან 24 ივნისს განაცხადა, რომ ოქტომბერში პრემიერ მინისტრის პოსტს დატოვებს. ამგვარი რამ კი 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ მომხდარა, წერს BBC.
სამშაბათს ქამერონმა განაცხადა, რომ დანარჩენ ევროპას სურდა ჰქონოდა "უახლოესი შესაძლებელი" ურთიერთობა დიდ ბრიტანეთთან , მისი ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. მაგრამ, მისი თქმით, ემიგრაცია "დიდი წუხილის საგანი" იყო დიდი ბრიტანეთის ამომრჩევლისათვის, დაამთხვია რა ეს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ხელმისაწვდომობის თემას, რაც ქამერონის აზრით, "დიდი გამოწვევა" იქნება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს არ აქვს "თვეები ფიქრისათვის" 50–ე მუხლთან დაკავშირებით სამოქმედოდ.
"თუკი ვინმე დარჩენის კამპანიის წარმომადგენელი გახდება პრემიერ მინისტრი, ეს უნდა მოხდეს მისი დანიშვნიდან 2 კვირაში," განაცხადა მან.
"თუკი მომავალი პრემიერ მინისტრი დატოვების კამპანიის ბანაკიდან იქნება, ეს უნდა მოხდეს მისი დანიშვნიდან მეორე დღესვე".
ქამერონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განხილვები "წყნარი, კონსტრუქციული და მიზანმიმართული" იყო.
მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისას დიდი ბრიტანეთის მიერ ბლოკის დატოვების გადაწყვეტილებისადმი "უნივერსალური პატივისცემა" იყო გამოხატული, მიუხედავად "მწუხარებისა და სინანულის ტონისა".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.