სტამბულის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა
29-06-2016, 02:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტამბულის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა უკვე განაახლა. უცხოური მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრემიერ მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა აეროპორტში განაცხადა. პრემიერის განცხადებით, აეროპორტმა ავიარეისების მიღება და გაშვება უკვე დაიწყო.

 


ბოლო მონაცემებით, ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტებს სულ მცირე 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 150 ადამიანი, აქედან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. პასუხისმგებლობა მომხდარისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, ბოლო პერიოდში თურქეთში მომხდარი ძალადობრივი აქტები „ქურთისტანის მუშათა პარტიის“, ან დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული.

 

 

ერთ–ერთმა თავდამსხმელმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან, "კალაშნიკოვიდან" გამგზავრების დარბაზში გახსნა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა დანარჩენმა ორმაც განახორციელა, რის შემდეგაც სამივე თავდამსმხმელმა თავი აიფეთქა.

 

 

როგორც "როიტერსი" წერს, პოლიციამ ორ თავდამსხმელს შეჩერების მიზნით ცეცხლი მანამ გაუხსნა, სანამ ისინი ჩამოფრენის დარბაზში უსაფრთხოების შემოწმების პუნქტს მიაღწევდნენ, მაგრამ მათ მოახერხეს ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედება, განაცხადა თურქეთის ოფიციოზმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი