სტამბულის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისში დღეს დაგეგმილი რეისები განრიგის მიხედვით შესრულდება, - განუცხადეს guardian.ge-ს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციაში.
განრიგის მიხედვით, დღის განმავლობაში დაგეგმილია ორი რეისი, რომელსაც Turkish Airlines-ი განახორციელებს. კერძოდ, აღნიშნული ავიაკომპანიის ბოინგი სტამბულის ათათურქის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით რეისებს 18:10 საათსა და 21:15 საათზე შეასრულებს.
ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის მიმართულებით წუხელ Turkish Airlines-ის ორი რეისი გაუქმდა. 23:00 საათზე სტამბულის მიმართულებით გაფრენილი თვითმფრინავი კი ანკარაში დაჯდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მობილიზებული არიან სამართალდამცავები, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.