სტიქია აჭარაში -  შუახევში ოთხი სოფელი გარე სამყაროს მოწყდა, ქედაში კი მამაკაცი მეწყერში მოყვა
29-06-2016, 03:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ, აჭარაში ქედისა და შუახევის რაიონებში რამდენიმე საავტომობილო ხიდი წაიღო. შუახევში ოთხი სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, 400-მდე ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

 

არსებული ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში 50 წლამდე მამაკაცი მეწყერში მოყვა. ის საქონლის მოსაძებნად იყო წასული, რა დროსაც ნიაღვარი მოვარდა. სამსაათნახევრიანი ოპერაციის შემდეგ მამაკაცის უსაფრთხო ადგილას გაყვანა მოხერხდა.

 

 

სტიქია განსაკუთრებით ძლიერი იყო შუახევის მუნიციპალიტეტის უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც უკიდურესად ადიდდა მდინარეები, რიგ ადგილებში განვითარდა ღვარცოფები და მეწყერული მოვლენები, დაიტბორა ნათესი კულტურები.

 

 

ადიდებულმა მდინარეებმა უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში წაიღო ქვაფთის ხიდი და ოთხი სოფელი (წაბლანა, სამოლეთიმოფრინეთილაკლაკეთი) მოწყვეტილია შუახევი-უჩამბის საავტომობილო გზას.

 

 

როგორც შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ტარიელ ებრალიძემ  guardian.ge-ს განუცხადა, მუნიციპალიტეტმა დამეწყრილი ეზოების გამო, 10 ოჯახი  უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.

 

 

მისივე თქმით, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ სამაშველო ბრიგადები.

 

 

„გუშინ წვიმის შედეგად, რომელიც 6 საათიდან დაიწყო, ოთხი სოფელი იყო მოწყვეტილი გარე სამყაროს, თუმცა იყო ალტერნატიული გზა, იმ შემთხვევაში თუ იქნებოდა ვინმე ავადმყოფი ან ადგილობრივი მკვიდრი გადასაყვანი. მოსახლეობას არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სამაშველო შტაბი. ადგილზე იმყოფება როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. ამჟამად მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გზების გაწმენდა. აღსადგენი გვაქვს რამდენიმე ხიდი, სადაც უკვე საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები მუშაობენ, გაკეთდება ხარჯთაღრიცხვა და შესაბამისად, ძალიან მოკლე დროში გვინდა ელექტროენერგიის და გზის აღდგენა“,-განაცხადა ებრალიძემ.

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი