სტამბულში, ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებამდე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გვიან ღამით პრაღიდან თბილისში სტამბულის რეისით დაბრუნდა.
ზურაბ აბაშიძე პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინის შეხვდა.
სტამბულში, ათათურქის სახელობის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში, გუშინ საღამოს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 9:50 საათზე, სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ ცეცხლი გახსნა და შემდეგ თავი აიფეთქა, რის შედეგადაც დაიღუპა 36 და დაიჭრა 150–მდე ადამიანი.
აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე სტამბოლიდან ერთი თვითმფრინავი თბილისის მიმართულებით გამოფრინდა. ლაინერი დანიშნულებისამებრ დაეშვა აეროპორტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.