თურქეთის ოფიციოზმა სტამბულის ათათურქის აეროპორტში გუშინ საღამოს მომხდარი ტერაქტისას მოკლული პირების იდენტიფიცირება მოახდინა. როგორც BBC ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, თავსახმებისას ორი უცხო ქვეყნის, უკრაინის და ირანის მოქალაქეები არიან დაღუპული.
საუდის არაბეთმა კი მანამდე განაცხადა, რომ სულ მცირე მისი შვიდი მოქალაქეა დაჭრილი.
ბოლო მონაცემებით, ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ტერაქტებს 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 150-მდე ადამიანი კი დაშავდა.
სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ ცეცხლი გახსნა და შემდეგ თავი აიფეთქა. როგორც "როიტერსი" წერს, პოლიციამ ორ თავდამსხმელს შეჩერების მიზნით ცეცხლი მანამ გაუხსნა, სანამ ისინი ჩამოფრენის დარბაზში უსაფრთხოების შემოწმების პუნქტს მიაღწევდნენ, მაგრამ მათ მოახერხეს ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედება, განაცხადა თურქეთის ოფიციოზმა.
თურქეთის პრემიერ მინისტრის, ბინალი ილდირიმის განცხადებით, "აფეთქების ადგილზე აღმოჩენილი ყველა სამხილი მიუთითებს, რომ ტერორისტული აქტის უკან ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დგას". სააგენტო „ჰურიეტის“ ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ილდირიმმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, პოლიცია და შეიარაღებული ძალები დამნაშავის იდენტიფიცირებას ცდილობენ.
"ეს თავდასხმა, რომლის სამიზნეც უდანაშაულო ადამიანები იყვნენ, არის საძაგელი, დაგეგმილი ტერორისტული აქტი. არსებობს თავდაპირველი სამხილი იმისა, რომ სამიდან თითოეულმა თვითმკვლელმა ცეცხლის გახსნის შემდეგ თავი აიფეთქა," - განუცხადა მან რეპორტიორებს აეროპორტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.