საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, სტამბულის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ამ დროისთვის არსებული ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ქალაქ სტამბულში, ისევე როგორც თურქეთის მთელ ტერიტორიაზე, უსაფრთხოების დონე უმაღლეს დონეზეა აყვანილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან თავი შეიკავონ და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე საქართველოს საელჩოს ქალაქ ანკარაში (+90 312) 690-30-40), ასევე საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქალაქ სტამბულში (+90 541) 818 44 00 და საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქალაქ ტრაბზონში (+90 541) 326-22-26;
ცხელი ხაზი ფუნქციონირებს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 09:00-დან 18:00 საათამდე - (+995 32) 294 50 50; 24 საათის განმავლობაში - (+995) 577 98 40 20“,-ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე, ოფიციალური ინფორმაციით, თურქული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს, თუმცა მონაცემები შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს.
„სტამბულში გენერალური საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა თურქეთის შესაბამის სამსახურებთან, შემოდის უწყვეტი ზარები საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზზე, სადაც საკონსულოს წარმომადგენელები ყველა შესაძლო დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს.
ქალაქ სტამბულში საქართველოს გენერალური საკონსულოს დახმარებით, ათათურქის აეროპორტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები (დაახლოებით 100-ზე მეტი ადამიანი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო მითითებით გადაყვანილია ქალაქ სტამბულის სასტუმროებში, ამათგან დაახლოებით 60 მგზავრს საქართველოს მთავრობა აუნაზღაურებს სასტუმროს ხარჯებს. მგზავრთა მცირე ნაწილმა გადაწყვიტა აღარ დალოდებოდა ავიარეისების აღდგენას თბილისის მიმართულებით და გადაწყვიტა საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით გამომგზავრება, რაშიც საკონსულომ ასევე აღმოუჩინა შესაბამისი დახმარება.
თურქული მხარის ინფორმაციით დღეს თურქეთის დროით 17:00 სთ-დან ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში აღდგება ფრენები. ამ დროისთვის ავიაკომპანიები ახორციელებენ მგზავრებისთვის ბილეთების გადაცვლის პროცედურებს“,-ნათქვამია განცხადებაში.
სტამბულში, ათათურქის სახელობის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში, გუშინ საღამოს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 9:50 საათზე, სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ ცეცხლი გახსნა და შემდეგ თავი აიფეთქა, რის შედეგადაც დაიღუპა 36 და დაიჭრა 150–მდე ადამიანი. აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე სტამბოლიდან ერთი თვითმფრინავი თბილისის მიმართულებით გამოფრინდა. ლაინერი დანიშნულებისამებრ დაეშვა აეროპორტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.