„ავაიკომპანიებთან ვმუშაობთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები თურქეთიდან საქართველოში“,-განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა.
,,ვიმედოვნებ, რომ მაქსიმალურად იქნება მიღებული ზომები იმისთვის, რომ მომავალში ასეთი უბედურება არ მოხდეს. ვგმობ ტერორიზმს და ტერორიზმთან დაკავშირებულ ნებისმიერ აქტივობას. ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვიყავით კომუნიკაციაში იმ ქართველებთან, რომლებიც იყვნენ აეროპორტში. 120-მდე ადამიანი გადაყვანილია სასტუმროებში. ახლა ვმუშაობთ ავაიკომპანიებთან იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები საქართველოში. ჩემს ხელთ არსებული ამ წუთის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე დაშავებული არ გვყავს. ვიზიარებთ იმ მწუხარებას, რომელიც თურქ ხალხს აქვს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
სტამბულში, ათათურქის სახელობის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში, გუშინ საღამოს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 9:50 საათზე, სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ ცეცხლი გახსნა და შემდეგ თავი აიფეთქა, რის შედეგადაც დაიღუპა 36 და დაიჭრა 150–მდე ადამიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.