დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, ქართველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ 2015-2017 წწ. პროგრამული თანამშრომლობის (PCF)-ის ფარგლებში, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინისა და ბელარუსისთვის ორგანიზებულ სემინარებს დაესწრო.
"სემინარი სახელწოდებით "საზოგადოებრივი ეთიკა ადგილობრივ დონეზე - ხედვიდან მოქმედებამდე" ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მიერ "ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალური საფუძვლების გაძლიერების" თემატური პროგრამის ფარგლებშია ორგანიზებული, რომელიც დემოკრატიის საკითხების გენერალურ დირექტორატთან ერთად ხორციელდება," აღნიშნულია დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადებაში.
სემინარის მიზანია რეგიონებში არჩეული წარმომადგენლებისთვის ევროპული ქვეყნების ლიდერების გამოცდილების გაზიარება.
სემინარი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.