აღმოსავლეთ ფლანგზე ნატო-ს გაძლიერება და ალიანსში მონტენეგროს მიღება ჩვენს განვითარებასა და წარმატებაზე დადებით გავლენას მოახდენს, -აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა საერთაშორისო კონფერენცია „კავკასიის რეგიონის გეოპოლიტიკური ცვლილებების“ ფარგლებში გამართულ ოფიციალურ ვახშამზე გააკეთა.
„სხვადასხვა შესაძლებლობებთან ერთად, ვარშავის სამიტი ყველა ჩვენგანისთვის დიდი გამოწვევაცაა. მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ჩვენი კომუნიკაციის სტრატეგია და რამდენად წარმატებული იქნება ის სამიტის მიმდინარეობის დროს და მის შემდეგ. ევროკავშირში მიმდინარე ძვრების მიუხედავად, ალიანსი კვლავ მტკიცედ ინარჩუნებს ინტეგრაციის პოლიტიკას. აღმოსავლეთ ფლანგზე ნატო-ს გაძლიერება და ალიანსში მონტენეგროს მიღება ჩვენს განვითარებასა და წარმატებაზე დადებით გავლენას მოახდენს. მონტენეგროს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღია კარის პოლიტიკა მუშაობს და ის ეფექტურია. შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს გაძლიერებას საქართველო შესაძლებლობად აღიქვამს.
საქართველო მზად არის ნატო-ს ყველა უსაფრთხოების პროექტს შეუერთდეს შავ ზღვაზე, რადგან ჩვენც ამ რეგიონის ნაწილი ვართ. ბრიუსელში და ალიანსის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში მკაფიოდ გვითქვამს, რომ თუ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე სერიოზულად მიდის საუბარი, მაშინ არ არსებობს შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოს გარეშე. როდესაც შავ ზღვაზე ბალანსის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ რუმინეთი და ბულგარეთი არ წარმოადგენენ სამიზნეებს. ამ რეგიონში მთავარი სამიზნეები საქართველო და უკრაინა არიან,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.