გიგი წერეთელი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად საქართველოს წარმომადგენლის ყოფნას დიდი მნიშვნელობა აქვს
29-06-2016, 04:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს, ასევე გვაქვს დევნილების პრობლემა და ვართ ევროპული ინტეგრაციის აქტიურ ფაზაში. ყველაზე ნაკლებად ჩახედული ადამიანიც კი მიხვდება, რამხელა მნიშვნელობა აქვს ასეთი ინსტიტუტის პრეზიდენტად საქართველოს წარმომადგენლის ყოფნას, - აღნიშნული განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიგი წერეთელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობა ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლისთვის და ნებისმიერი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი მოვლენა იმიტომ, რომ ეს არის უნიკალური ფორუმი, რომელიც იძლევა საშუალებას იყო ფოკუსირებული არა მარტო შენი ქვეყნის პრობლემებზე და ეს პრობლემები საქართველოს უსაფრთხოების და თანამშრომლობის თვალსაზრისით საკმაოდ ბევრი აქვს" - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მხარი დაუჭირა გიგი წერეთლის კანდიდატურას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პრეზიდენტის პოზიციას ადეკვატური უწოდა.

 

 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურა „ევროპის სახალხო პარტიამ“ წარადგინა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი