გიორგი კაკაურიძე: ლარის კურსი საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იყოს სტაბილური
29-06-2016, 04:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მაკროეკონომიკური კუთხით განსხვავებული არაფერი ხდება, რასაც შეიძლებოდა ეროვნული ვალუტის გაუფასურება გამოეწვია“,-განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

 

 

მისი თქმითვე, დოლარში გადახურდავება და ეროვნულ ვალუტაში დოლარიდან გადმოხურდავება არ უნდა ხდებოდეს მოლოდინების კუთხით.

 

 

„მაკროეკონომიკური კუთხით განსხვავებული არაფერი ხდება, რასაც შეიძლებოდა გაუფასურება გამოეწვია. ეკონომიკური სიტუაცია გვაქვს ისეთი, რაც გამყარების დროს გვქონდა. გასულ წელთან შედარებით, ფულადი ნაკადების შემოდინება დადებითი გვაქვს, ამიტომ ვფიქრობ, რომ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში კურსი უნდა იყოს სტაბილური. გარკვეულწილად ამაზე იმოქმედა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლამ, მაგრამ მოხდა ასევე მოთხოვნა დოლარზე, ხოლო მოთხოვნამ თავის მხრივ გამოიწვია პანიკა. დოლარში გადახურდავება და ეროვნულ ვალუტაში დოლარიდან გადმოხურდავება, არ უნდა ხდებოდეს მოლოდინების კუთხით. არ უნდა შეექმნას მოსახლეობას მოლოდინი, რომ ამ ოპერაციებით შეძლებს რაიმე სარგებელი ნახოს. მსგავსი ოპერაციებით რიგითი მოსახლეობა ყოველთვის აგებს. ამიტომ არ უნდა მოხდეს მოლოდინების გამო ვალუტის დაგროვება ან მისი გასხვისება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.  

 

 

ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.3709 ლარი გახდა, ერთი ევრო კი ოფიციალურად 2.6289 ლარი ღირს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი