საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქუთაისში დევნის ოპერაციისას გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან მომხდარის კომენტირებისას განაცხადა, ეს არის ძალიან ცუდი შემთხვევა, თუმცა მას შესაბამისი უწყებების მხრიდან ოპერატიული რეაგირება მოჰყვა.
„მინდა, მივუსამძიმრო იმ ოჯახს, რომელიც ასე ძალიან დაზარალდა. მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ. ეს პოლიციელი დაკავებულია და კანონის შესაბამისად აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.