დიდი ბრიტანეთის აქციები და გირვანქა სტერლინგი "Brexit"–ის კენჭისყრის შემდეგ დაკარგულ პოზიციებს იბრუნებენ. სამშაბათს FTSE 100 –ის აქციების ინდექსი 2.6%–ით გაიზარდა და ადრე დილით ვაჭრობისას 1.8%–ით მაღლა იდგა და 6,253.07–ს შეადგენდა. FTSE 250 ინდექსი კი, რომელიც დიდი ბრიტანეთზე ფოკუსირებულ კომპანიებს მოიცავს, 1.1%–ით გაიზარდა. სამშაბათს ის 3.6%–ით მაღალ ნიშნულს მიუახლოვდა.
ფუნტი დოლართან მიმართებაში 0.4%–ით იყო გაზრდილი და 1.3398 აშშ დოლარს შეადგენდა, მაგრამ ის კვლავ რეფერენდუმის შემდეგ ჩამოსულ დაბალ ნიშნულზე რჩება.
ხუთშაბათს, 23 ივნისს, რეფერენდუმის დღეს, შედეგის გამოქვეყნებამდე გირვანქა სტერლინგს მძლავრი პოზიცია ეკავა და 1 ფუნტი სტერლინგის ღირებულება 1.50 აშშ დოლარი იყო. ორშაბათს სტერლინგი დოლართან მიმართებაში 31 წლის მანძილზე ყველაზე მეტად გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.