ჩვენ დავაყენეთ საკითხები, რომელიც აწუხებს სასამართლო სისტემას, რათა მიღწეული იქნას მიზანი - კონკრეტულად სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის საჭიროა მეტი მოსამართლე, მეტი ინფრასტრუქტურა, ფინანსები - აღნიშნული განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ ტექნოპარკში მთავრობის, ბიზნესექტორის წარმომადგენლებისა და მოსამართლეების შეხვედრაზე გააკეთა.
"მე იმედით ვარ განწყობილი, რომ ზოგადად იქნება მხარდაჭერა სასამართლოს მიმართ და შესაბამისად, სასამართლო საზოგადოებასა და მთელ ქვეყანას იმ კუთხით უპასუხებს, რომ მიღებული იქნება კანონიერი და სწორი გადაწყვეტილება და ეს განხორციელდება სწრაფად”, - განაცხადა მურუსიძემ.
მისივე თქმით, ბიზნესს აწუხებს ორი თემა: ერთი - სასამართლო დავების გაჭიანურება და მეორე - ერთიანი სასამართლო პრაქტიკა.
”ერთია ის, რომ დავები იხილება გაჭიანურებულად, რეალურად დიდი დრო სჭირდება ბიზნესდავების განხილვას და მეორე - ერთიანი სასამართლო პრაქტიკა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ, რომ სასამართლომ რომ სწრაფი მართლმსაჯულება განახორციელოს, მას სჭირდება მეტი მოსამართლე. მეტი მოსამართლის არსებობის პირობებში სასამართლო უზრუნველყოფს იმას, რომ იქნება სწორი და კანონიერი გადაწყვეტილებები და ეს იქნება სწრაფი მართლმსაჯულების გზით”, - განაცხადა მურუსიძემ.
შეხვედრას პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, ბიზნესსექტორი, მოსამართლეები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.