ბოლო მონაცემებით, სტამბულში მომხდარ ტერაქტს 41 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილების რაოდენობა კი 230-ს აჭარბებს
29-06-2016, 06:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბოლო მონაცემებით, სტამბულში, ათათურქის სახელობის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ტერაქტს 41 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილების რაოდენობა კი 230-ს აჭარბებს.

 

 

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

სტამბულის გუბერნატორის, ვასიპ შაჰინის ცნობით, დაღუპულთა შორის 13 უცხოელი ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია, მათ შორის, დადასტურებული ინფორმაციით, ერთი უკრაინის და ერთიც ირანის მოქალაქეა.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ 109 ადამიანი, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს, უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან.

 

 

BBC-ის ინფორმაციითვე, სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები სადაც ჩანს, თუ როგორ შედის ერთ-ერთი თავდამსხმელი შენობაში და როგორ მირბის ხალხი. ამ დროს, მას პოლიციელი ცეცხლს უხსნის და იატაკზე დაცემული თავდამსხმელი 20 წამის შემდგომ თავს იფეთქებს.

 

 

სტამბულში, ათათურქის სახელობის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში სამშაბათ საღამოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 9:50 საათზე, სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ ცეცხლი გახსნა და შემდეგ თავი აიფეთქა. თურქეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ეს თავდასხმა სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს" მიერ არის განხორციელებული.

 

 

ერთ–ერთმა თავდამსხმელმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან, "კალაშნიკოვიდან" გამგზავრების დარბაზში გახსნა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა დანარჩენმა ორმაც განახორციელა, რის შემდეგაც სამივე თავდამსმხმელმა თავი აიფეთქა.

 

 

ევროპის მესამე ყველაზე დატვირთულ აეროპორტში, ეს თვითმკვლელების მიერ განხორციელებული ყველაზე საშინელი თავდასხმაა თურქეთში, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციის ნაწილია და ცდილობს მისი წვლილის შეტანას მეზობელ, დანაწევრებულ სირიაში სამოქალაქო ომის დასრულების საქმეში.

 

 

როგორც "როიტერსი" წერს, პოლიციამ ორ თავდამსხმელს შეჩერების მიზნით ცეცხლი მანამ გაუხსნა, სანამ ისინი ჩამოფრენის დარბაზში უსაფრთხოების შემოწმების პუნქტს მიაღწევდნენ, მაგრამ მათ მოახერხეს ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედება, განაცხადა თურქეთის ოფიციოზმა.

 

 

პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა: "ეს თავდასხმა, რომლის სამიზნეც უდანაშაულო ადამიანები იყვნენ, არის საძაგელი, დაგეგმილი ტერორისტული აქტი".

"არსებობს თავდაპირველი სამხილი იმისა, რომ სამიდან თითოეულმა თვითმკვლელმა ცეცხლის გახსნის შემდეგ თავი აიფეთქა," განუცხადა მან რეპორტიორებს აეროპორტში. ილდირიმმა განაცხადა, რომ თავდამსხმელები აეროპორტში ტაქსით მივიდნენ და წინასწარი გამოძიებით, კვალი "ისლამური სახელმწიფოსკენ" მიდის.

 

 

შეერთებული შტატების კონტრტერორიზმის ორმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც ადრეული ეტაპის გამოძიების დეტალებს იცნობს, განაცხადა, რომ ეჭვმიტანილთა მთავარ სიაში "ისლამური სახელმწიფოა", თუმცა ჯერ ამის სამხილი არ არსებობს.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი