ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე 18 პირს ეტლები გადაეცათ. აქცია საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ (თავმჯდომარე მაია კვეზერელი-კოპაძე) მხარდაჭერით განხორციელდა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, თანამედროვე, რბილი სავარძლის მქონე, კომფორტული ეტლები ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით ისეთ პირებს გადაეცათ, ვისაც ან საერთოდ არ ჰქონდათ ეტლი, ან ჰქონდათ, მაგრამ დაზიანებული. ის ბენეფიციარები, რომლებიც საჭიროებდნენ დამხმარე მოწყობილობებს, ცაგერის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების დახმარებით შეირჩნენ.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე 3 პირს დამხმარე მოწყობილობები ასოციაციის წარმომადგენლებმა მაია კვეზერელი-კოპაძემ, ნელი გურგენიძემ და ქეთევან გოგილაძემ ადგილობრივი ხელისუფლეფლების ხელმძღავანელ პირებთან ერთად გადასცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.