ვლადიმერ პუტინსა და რეჯეპ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც თურქეთისა და რუსეთის ლიდერები პირისპირ შეხვედრაზე შეთახმდნენ. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" თურქეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
სააგენტოს ცნობით, პუტინმა სტამბულის ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტს სამძიმარი გამოუცხადა. სატელეფონო საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, ხაზი გაესვა რა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ორი ქვეყნის პირველი პირის ბოლო შეხვედრა გასული წლის ნოემბერში "დიდი ოცეულის" ფარგლებში, ანტალიაში გაიმართა. აღნიშნული შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ ანკარამ სირია-თურქეთის საზღვარზე რუსული ბომბდამშენი თვითმფრინავი "სუ-24" ჩამოაგდო. სწორდ ამ ინციდენტის შემდეგ გაფუჭდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა.
რუსეთმა ამ ფაქტს სავაჭრო სანქციების დაწესებითა და რუსული ტურისტული კომპანიების თურქეთისთვის მომსახურების შეჩერებით უპასუხა.
პუტინმა მაშინ განაცხადა, რომ შეზღუდვები მანამ არ მოიხსნებოდა, სანამ რუსეთის მიმართ ბოდიში არ იქნებოდა მოხდილი.
რამდენიმე დღის წინათ, ერდოღანმა პუტინს ბოდიში მოუხადა და გაუგზავნა წერილი, სადაც მოკლული მფრინავის ოჯახისადმი"თანაგრძნობა და ღრმა სამძიმარი" გამოხატა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.