ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს იმდენი პროცენტი, რამდენიც ყველა დანარჩენ პარტიას ერთად აღებულს
29-06-2016, 07:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართულ ოცნებას“ აქვს იმდენი პროცენტი, რამდენიც ყველა დანარჩენ პარტიას ერთად აღებულს“,- განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება” მის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების გასაჯაროებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

 

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა,  პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ამ ეტაპზე მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი და მათი ძირითადი ამოცანა არის შიდა სტრატეგიული მიმართულებების დაგეგმვა.

 

 

„ჩვენ გვაქვს იმდენი პროცენტი, რამდენიც ყველა დანარჩენ პარტიას ერთად აღებულს. კვლევის მიხედვით ვუსწრებთ რამდენჯერმე მეორე ადგილზე მყოფ პარტიას და ეს გვაძლევს საფუძველს ითქვას, რომ ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და ამას ემსახურებოდა პრემიერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებზე 100-ზე მეტ მანდატს ავიღებთ და ამის რესურსი გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი