დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, არ ვითამაშოთ ვალუტის კურსის მოლოდინებზე და ის გადავახურდავოთ მაშინ, როცა გვჭირდება
29-06-2016, 07:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, ვალუტის კურსის მოლოდინებზე არ ითამაშოს და მაშინ გადაახურდაოს როცა სჭირდება.

 

 

ქუმსიშვილის განცხადებითვე, ყოველ ჯერზე, ლარის ყოველდღიურ ცვლილებაზე კომენტარის გაკეთება არ არის სწორი.

 

 

„მე ავხსენი, რომ Brexit-მა გავლენა მოახდინა დოლარის გამყარებასა და ევროს გაუფასურებაზე, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ყოველ ჯერზე, ლარის ყოველდღიურ ცვლილებაზე კომენტარის გაკეთება არ არის სწორი, რადგან ეს არის თავისუფალი და ღია ბაზარი, ბაზარზე არის მოთხოვნა-მიწოდება და მასზე ნამდვილად მოქმედებს როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორები. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, კომპანიებს, რომ არ ვითამაშოთ ვალუტის კურსის მოლოდინებზე, გადავახურდავოთ ვალუტა მაშინ, როცა ის ჩვენ გვჭირდება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

 

ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.3423 ლარი გახდა, ერთი ევრო კი ოფიციალურად 2.5976 ლარი ღირს. 

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი