გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სააქციო საზოგადოება „თბილსრესის“ სათბობ-სატრანსპორტო საამქროში ორი მამაკაცი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცები მაზუთის ავზში ჩასვლას და წყალსაქაჩის დამონტაჟებას გეგმავდნენ. თავდაპირველად 20-მეტრიან ავზში ერთი მუშა ჩავიდა, თუმცა, შეუძლოდ გახდა, მის დახმარებას მეორე მუშა შეეცადა, თუმცა, ორივე მათგანი ადგილზევე დაიღუპა. მესამე მუშა კი, რომელიც მათ დახმარებას შეეცადა, შეუძლოდ გახდა. ის გარდაბნის საავადმყოფოშია გადაყვანილი და პირველადი დახმარება უტარდება.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება, კრიმინალური პოლიცია და სამაშველო სამსახური.
„თბილსრესის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ ოფიციალურ კომენტარს შიდა მოკვლევის შემდეგ გააკეთებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.