თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რეაბილიტირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი რამდენიმე დღეში გაიხსნება
29-06-2016, 08:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რეაბილიტირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი რამდენიმე დღეში გაიხსნება, - განუცხადეს guardian.ge-ს აეროპორტის ადმინისტრაციაში.

 

 

"სამუშაოები დასრულდა, გახსნა რამდენიმე დღეში იგეგმება, ზუსტი დღე და რიცხვი ჯერჯერობით ცნობილი არ არის" - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

 

 

რამდენიმე დღის წინათ, სარეაბილიტაციო სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოინახულა.

 

 

ქუმსიშვილის განცხადებით, ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე სამუშაოების დასრულება ნიშნავს იმას, რომ თბილისის აეროპორტში დაფრენა-აფრენისას მგზავრებს აღარ ექნებათ ის ცუდი შეგრძნება, რაც აქამდე ჰქონდათ. მისი თქმით, განხორციელდა 3 კმ. სიგრძის ახალი გზის დაგების ტოლფასი სამუშაო.

 

 

„თბილისის აეროპორტში ყოველდღე 10:00 საათზე იწყებოდა სამუშაოები და უკვე 20:00 საათიდან აეროპორტი იღებდა რეისებს. ეს ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევა იყო. ასაფრენი ზოლისა და შესაბამისი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მეტი ავიაკომპანიის მოზიდვასა და ტურისტული მგზავრთა ნაკადის გაზრდას,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი