გიორგი მარგველაშვილი: გიგი წერეთელი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე პარლამენტარია
29-06-2016, 08:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის ფასეული ფიგურა იქნება.

 

 

ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციების ხელმძღვანელებისადმი პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ წერილშია აღნიშნული.

 

 

პრეზიდენტის თქმით, გიგი წერეთლის არჩევა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ქართველებისთვის ძლიერი სიგნალი იქნება.

 

„ბატონ წერეთელს 20 წელიწადზე მეტია ვიცნობ. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე პარლამენტარია და საერთო ინტერესების საფუძველზე კონსენსუსის მიღწევაზეა ორიენტირებული. ის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად ორჯერ იყო არჩეული და ასამბლეის მუშაობაში თითქმის 10 წელიწადია ჩართული. მჯერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის ის ფასეული ფიგურა იქნება.

 

 

უფრო მეტიც, ბატონი წერეთელი გახდება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პირველი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის წარმომადგენელი იქნება. მისი არჩევა იქნება ძლიერი სიგნალი ქართველებისთვის, რომლებიც ისტორიულად, საკუთარ თავს ევროპელებად მიიჩნევენ.

 

 

აქედან გამომდინარე, ნება მიბოძეთ მხარი დავუჭირო მის კანდიდატურას და ვიმედოვნო, რომ მის არჩევას თქვენი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ექნება“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის წერილში.

 

 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად გიგი წერეთელი "ევროპის სახალხო პარტიამ" წარადგინა.

 

 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 25-ე ყოველწლიური შეხვედრა თბილისში მიმდინარე წლის 1-5 ივლისს გაიმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი