საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სოფელ სხვიტორში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის კომპლექსში შემავალი საგამოფენო დარბაზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.
დღეს, კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბაქრაძემ საგამოფენო დარბაზში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს.
ღონისძიებას საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე ესწრებოდა.
კულტურის სამინისტროს ცნობით, სხვიტორში აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაციისთვის, 2015-2016 წლებში, უწყებამ 470 000 ლარი გამოყო. აღნიშნული თანხიდან განხორციელდა მუზეუმის საგამოფენო დარბაზის კონსტრუქციულ-გამაგრებითი, ფასადისა და ინტერიერის მოსაპირკეთებელი სამუშაოები; ასევე, 2015 წელს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, (33 839 ლარი) როსტომისეულ სასახლეში განხორციელდა აკაკის დედისეული ფლიგელის აღდგენა; 15 000 ლარი გამოიყო როსტომისეული სასახლისა და კარის ეკლესიის სარეაბილიტაციო პროექტის შედგენისთვის.
საგამოფენო სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, კულტურის სამინისტროსა და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, დაიწყება ექსპოზიციის მოწყობა, რომელსაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტები განახორციელებენ.
2016 წლის ზაფხულის ბოლოს, კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, გათვალისწინებულია შშმ პირებისთვის პანდუსისა და ლიფტის გაკეთება, ასევე ეზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოების განხორციელება (54 000 ლარი).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.