სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
ომბუდსმენის აპარატის დასკვნის თანახმად, ახვლედიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანონის დარღვევით მიიღო.
"სახალხო დამცველის მოსაზრებით, იუსტიციის საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება მოქმედ კანონმდებლობას არ შეესაბამება.... რაიმე არგუმენტი, თუ რატომ მოხდა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლება საბჭოს დასკვნაში არ იყო", - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის განცხადებით, მისი პოსტიდან ჩამოშორება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
"ამ კანონმდებლობით უბრალოდ შეუძლებელი იყო სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლება იმიტომ, რომ კანონმდებლობა საერთოდ არ იცნობს ასეთი ფორმით, ეს იგივეა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ან ქალაქის მერმა გადააყენოს მოსამართლე. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არანაირი უფლებამოსილება სასამართლოს თავმჯდომარის ამ ფორმით გადაყენების არ ჰქონდა. ეს შეიძლება განხილული ყოფილიყო, გადასცემოდა სადისციპლინო კოლეგიას და უამრავი სხვა პროცედურა უნდა გავლილიყო", - განაცხადა ახვლედიანმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.